ჩვენი კომპანიის შესახებ

greenhouse შ.პ.ს. "ჰერბია" დაფუძნებულია საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალი ტეტში, იმერეთის რეგიონი. კომპანიას გააჩნია თანამედროვე დონეზე მოწყობილი სასათბურე კომპლექსი და ბოსტნეულის დახარისხებისა და შეფუთვის ცენტრები.

სასათბურე მეირნეობა და საკონსოლიდაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით (სამაცივრე დანადგარები- წარმოებული ა.შ.შ.-ში, საირიგაციო სისტემა - ისრაელში და ა.შ.) სათესლე მასალად გამოიყენება მოწინავე გამოცდილების მქონე მწარმოებლების პროდუქცია (ენზა-ზადენი, ბეიო - ჰოლანდია და სხვა), რაც იძლვა იმის საშუალებას, რათა ჩვენი წარმოებული პროდუქცია მაღალხარისხიანი და მოთხოვნილებადი იყოს.

ბოსტნეულის მაღალი გემური თვისებები მიიღწევა ამ რეგიონში განსაკუთრებული მიკროკლიმატითა და წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებში ძირითადად ორგანული სასუქების გამოყენებით.

ჩვენი პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის - Global Gap-ის მოთხოვნებს. აღნიშნული სერთიფიკატი კომპანიამ 2010 წლის მარტში მიიღო.

greenhouses